2022 წლის საუკეთესო მოდელი – ბელა ჰადიდი

2022 წლის საუკეთესო მოდელი – ბელა ჰადიდი

ბელა ჰადიდი პალესტინური წარმოშობის, ამერიკელი მულტიმილიონერის მუჰამედ ჰადიდისა და ჰოლანდიელი მოდელის იოლანდა ფოსტერის ქალიშვილია. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი, რომელიც პლანეტის ულამაზეს ქალად არაერთხელ აღიარეს, ბავშვობაში არა მაღალი მოდის ბრენდებთან და დიზაინერებთან თანამშრომლონაზე, არამედ ცხენოსნობაზე ოცნებობდა.

დაბალი თვითშესაფების მქონე ბელას, საკუთარი დის, ჯიჯის წარმატებული კარიერული საქმიანობა კიდე უფრო მეტად არწმუნებდა იმაში, რომ მოდელობა მისი საქმე არ იყო, სანამ ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში Desigual-ის 2015 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე მისი სადებიუტო გამოსვლა არ შედგა.

2016 წელს ბელა Dior-ის ამბასადორი გახდა, რის შემდეგაც ბრენდის არაერთ რეკლამაში მიიღო მონაწილეობა. ამერიკელმა მოდელმა მალევე გააგრძელა თანამშრომლობა ისეთ ძვირადღირებულ ბრენდებთან და დიზაინერებთან, როგორებიც ტომი ჰილფიგერი, ჯერემი სკოტი და მარკ ჯეიკობსი არიან. 2017 წელს ბელა ჰადიდმა Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელებს შორის მეცხრე ადგილი დაიკავა, 2019 წელს კი კლასიკური ბერძნული გამოთვლებისა და “ოქროს კვეთის“ ფორმულის მიხედვით პლანეტის ულამაზეს ქალად დასახელდა.

2022 წლის ჩვენებებზე ბელა ჰადიდი მაყურებელმა ყველაზე ხშირად იხილა. საზოგადოება მას როგორც მაღალი მოდის ჩვენებებზე და კამპანიებში ასევე გავლენიანი ფოტოგრაფების ობიექტივში და ყველაზე გაყიდვადი ჟურნალების გარეკნებზე ხედავდა. მოდელის გასული წლების შრომა დაუფასდა და ბრიტანული მოდის დაჯილდოებაზე წლის მოდელი გახდა.

okmagazine.ge