ავსტრიული კომპანიის სვაროვსკის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსის ნაზარმა განაცხადა, რომ კომპანიამ მთლიანად შეზღუდა რუსული ბიზნესი. ინფორმაციას ავსტრიის პრესის სააგენტო (APA) ავრცელებს.
„ნაზარდის თქმით, წელს გამოცხადებული სვაროვსკის რუსეთიდან სრული გაყვანა უკვე დასრულდა“, – აღნიშნავს სააგენტო.
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, სვაროვსკიმ დახურა 12-ვე საცალო მაღაზია რუსეთში და შეწყვიტა ონლაინ გაყიდვები, მაგრამ მთლიანად არ დაუხურავს ბიზნესი ქვეყანაში. უკვე 2022 წლის მარტში კი სვაროვსკიმ დროებით დახურა მაღაზიები რუსეთის ფედერაციაში და შეაჩერა პროდუქციის ონლაინ გაყიდვა. ახლა კი კომპანიამ რუსეთთან ყველა სახის ბიზნეს ურთიერთობა დაასრულა.