მსოფლიოში ცხოველების პოპულაცია 68 %-ით შემცირდა

მსოფლიოში ცხოველების პოპულაცია 68 %-ით შემცირდა

ძუძუმწოვრების, ფრინველების, რეპტილიების და თევზების პოპულაციები ბოლო 50 წლის განმავლობაში 68 პროცენტით შემცირდა. მონაცემები ასახულია ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) მოხსენებაში, რომელიც 2020 წლის ცოცხალი პლანეტის გლობალური ინდექსის ანგარიშს ეძღვნება.
„2020 წლის ცოცხალი პლანეტის გლობალური ინდექსი შემცირებას განაგრძობს. 1970-2016 წლების პერიოდში ძუძუმწოვრების, ფრინველების, ამფიბიების, რეპტილიებისა და თევზების პოპულაციების რაოდენობა საშუალოდ 68 პროცენტით შემცირდა“, – ნათქვამია მოხსენებაში.
ცოცხალი პლანეტის ინდექსი დაფუძნებულია ძუძუმწოვრების, ფრინველების, რეპტილიებისა და თევზების 4 ათასზე მეტი სახეობის რაოდენობაზე. ამასთან, მეცნიერებმა გაანალიზეს მონაცემები ხერხემლიანთა პოპულაციაზეც (თითქმის 21 ათასი).
მოხსენების თანახმად, ყველაზე მეტი დანაკარგი დაფიქსირებულია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ სუბრეგიონებში – ამ ადგილებში შემცირება შეფასებულია 94 პროცენტით.
ცოცხალი პლანეტის ინდექსი აჩვენებს მსოფლიო ბიომრავალფეროვნების მდგომარეობას და იანგარიშება ხერხემლიანთა პოპულაციების სახეობებისა და მათი რაოდენობის საშუალო დინამიკის შესახებ მოგროვილი მონაცემების საფუძველზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *