კიევში გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი მომავალი წლისთვის გადაიდო

კიევში გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი მომავალი წლისთვის გადაიდო

გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი, 9 ოქტომბრის ნაცვლად მომავალი წლის 18 ივნისისთვის გადაიდო“, – ამის შესახებ ფეისბუქზე წერს მუსიკოსი მიხეილ მენაბდე, რომელმაც მუსიკალურ ხელოვნებაში გზა გია ყანჩელის რეკომენდაციით გაიკვლია და რომელმაც კონცერტს თბილისშიც ორჯერ უდირიჟორა.

კონცერტის გადადებამდე რამდენიმე დღით ადრე კი ფეისბუქის პირად გვერდზე მუსიკოსმა დაწერა: ,

,დღეს სიჩუმის დღეა. აი, იმ სიჩუმის, მოსმენა რომ უნდა. ი მსიჩუმის, სადაც მუსიკა იბადება – გია ყანჩელის მუსიკა. მუსიკა, რომელიც მარტომ ას აღარ ეკუთვნის, ის უკვე ისტორიის ნაწილია, ჩვენი ისტორი ის ნაწილი. ერთი წელი შესრულდა, რაც გია ყანჩელმა დატოვა ეს სამყარო. ბოლო ჩვენი შეხვედრა გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე შედგა. მე და ჩემი მეგობარი, ჰოლანდიაში მცხოვრები კომპოზიტორი Maxim Shalygin ანტვერპენში ვესტუმრეთ გიას. მთელი დღე ერთად გავატარეთ, ვილაპარაკეთ მუსიკაზე, მეგობრებზე, საქართველოზე. ვუთხარი, რომ კიევში კონცერტს ვგეგმავდი მისი მუსიკით. ვუსმენდით გიას მუსიკას, ახალი, ჯერ კიდევ გამოუცემელი ნაწარმოების პარტიტურებს. ის მაქსიმის მუსიკას უსმენდა. ასე გავატარეთ დაუვიწყარი 7 თუ 8 საათი. მოსაღამოვდა, დრომ შეუმჩნევლად გაირბინა. ბოლოს გიამ თქვა, რომ სულ მალე სამშობლოში დაბრუნდებოდა და სამუდამოდ იქ დარჩებოდა. მე ვასრულებ დანაპირებს და 9 ოქტომბერს კიევის ფილარმონიაში გია ყანჩელის “დიპლიპიტოს“ უკრაინულ პრემიერას ვუდირიჟორებ”, -წერს მუსიკოსი კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე.

“დიპლიპიტოსთან” განსაკუთრებული რამ მაკავშირებს, ეს არის ჩემი საბალეტო წარსული. 1997 წელს გიორგი ალექსიძემ გია ყანჩელის „დიპლიპიტოზე“ ბალეტი “ფედრა” დადგადამე, ახალბედა ბალეტის მსახიობი, ერთ-ერთ მთავარ როლზე ამიყვანა. ერთხელ რეპეტიციაზე ალექსიძე დარბაზში ყანჩელთან ერთად შემოვიდა. მაშინ პირველად ვნახე ასე ახლოს ბატონი გია. გავიდა წლები და, როცა გადავწყვიტე დირიჟორობა მესწავლა, მე და გურამ მელივა ისევ ყანჩელს მივადექით დავკითხეთ: იქნებ გვირჩიოთ ვისთან აჯობებს სწავლა? გიამ დაუფიქრებლად თქვა – კიევში წადი, იქ არის რომა კოფმანი, ჩემი მეგობარი. მან იცის, როგორ უნდა დირიჟორობა და ის გასწავლის ამას. ასე აღმოვჩნდი კიევში 2006 წელს. იმ დღიდან ჩემი ცხოვრება მთლიანად მუსიკას დავუკავშირე. ამიტომაც 9 ოქტომბერს გია ყანჩელის ხსოვნის ეს საღამო შედგება კიევში და სიჩუმეში აჟღერდება “დიპლიპიტო”, – წერს მენაბდე.

შეგახსენებთ, რომ კონცერტი, ორკესტრის წევრებში აღმოჩენილი კოვიდინფექციის გამო, 2021 წლის 18 ივნისს გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.