რონალდუმ საყვარელ ქალს 800 000 დოლარიანი ბეჭედი აჩუქა

რონალდუმ საყვარელ ქალს 800 000 დოლარიანი ბეჭედი აჩუქა

კრიშტიანუ რონალდუმ საყვარელ ქალს, ჯორჯინა როდრიგესს ხელი სთხოვა და 800 000 დოლარიანი ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი აჩუქა.

მართალია, წყვილს ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა მედიის ეჭვებს ისიც ამყარებს, რომ რამდენიმე კვირის წინ კრიშტიანუმ და ჯორჯინამ „ინსტაგრამზე“ რომანტიკული საღამოს ამსახველი ფოტოები და ვიდეო გამოაქვეყნეს.

ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ნიშნობის ცერემონია სწორედ მაშინ გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ წყვილი წლებია ერთად ცხოვრობს და სტაბილური ურთიერთობა აქვთ. ისინი 4 შვილს ზრდიან, რომელთაგან ერთი მათი ბიოლოგიური შვილია, ხოლო სამი სუროგაციის გზითაა გაჩენილი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.