დიზაინერი ფატუნა ბუშიჰედი თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში მაღაზიას ხსნის, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება უფრო ახლოს გაიცნოს ფატუნას შემოქმედება.
როგორც ფატუნამ FashionTime-ს განუცხადა, ამ ეტაპზე მაღაზიის ინტერიერზე მუშაობს, რომელიც მუზეუმის სტილში იქნება გადაწყვეტილი
„მაღაზია იქნება ჩემს ძველ და ულამაზეს უბანში, კარგარეთელის ქუჩაზე, _ მუსიკის, ხელოვნებისა და თეატრის მუზეუმსა და კინო აპოლოს შორის. ეს გახლავთ ადგილი, სადაც გავიზარდე. ყოველ კვირას მექნება ჩემი ძველი კოლექციიდან კაბების გამოფენა, _ ეს არის ხელოვნება, რომელიც ხელშეუხებელია, ხოლო მეორე ხაზი იქნება, ძირითადად, მომხმარებელზე ორიენტირებული და გაყიდვადი“, – გვითხრა ფატუნამ.
FashionTime უნიჭიერეს დიზაინერს წარმატებას უსურვებს.