ამერიკის კინოაკადემიის 2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა ეროვნულმა კინოცენტრმა 1 სექტემბერს დაიწყო.
წარმოდგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქართველ კინემატოგრაფისტებს განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეეძლოთ.
ვადის ამოწურვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ წელს ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ქართული ფილმი იბრძოლებს:
„დასაწყისი“ – რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი
„უარყოფითი რიცხვები“ – რეჟისორი უტა ბერია
„ურსუსი“ – რეჟისორი ოთარ შამათავა
წარმოდგენილი ფილმებიდან საქართველოს კანდიდატ ფილმს გამოავლენს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე.
კომისიის წევრებისთვის კვალიფიციური ფილმების ჩვენება იგეგმება ოქტომბრის დასაწყისში. კანდიდატი ფილმის სახელი ცნობილი გახდება 2020 წლის 10 ოქტომბრამდე.
Latest Posts Block
- ჟიზელ ბიუნდჰენი სუპერმოდელის კარიერას დაუბრუნდა
- „საუკეთესო შედეგებით უნდა დავბრუნდე“ – თაკო კალანდაძე საქართველოს Top Models Of The World 2023-ზე წარადგენს
- მაილი საირუსის ახალმა სინგლმა Spotify-ის რეკორდი დაამყარა
- 2023 წლის „ოსკარის“ ნომინანტები ცნობილია
- 30 ათასი სვაროვსკის კრისტალი მთელ სხეულზე – Doja Cat-ის ჩაცმულობამ ფურორი მოახდინა