სელინ დიონი რომანტიკულ დრამაში ითამაშებს

სელინ დიონი რომანტიკულ დრამაში ითამაშებს

,,Text for You/ შეტყობინება შენთვის” – ეს არის იმ ფილმის სახელწოდება, სადაც მომღერალი სელინ დიონი, სემ ჰეუგენთან და პრიანკა ჩოპრასთან ერთად ითამაშებს, ამის შესახებ ინფორმაციას Variety ავრცელებს.

რომანტიკული დრამა გერმანულენოვანი SMS Fur Dich-ის რიმეიქია, რომელიც სოფი კრამერის რომანის მიხედვით არის გადაღებული, ხოლო ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი ჯიმ სტრაუსია.

ფილმი მოგვითხრობს გოგონაზე, რომლის საქმრო ტრაგიკულად იღუპება. ცოტა ხნის შემდეგ, გოგო იწყებს რომანტიკული შეტყობინებების გაგზავნას მისი მობილური ტელეფონის ნომერზე. აღმოჩნდება, რომ ახლა ეს ნომერი ეკუთვნის კაცს, რომელიც ქალაქის სხვა მხარეს ცხოვრობს და ისიც გულგატეხილია. ისინი ხვდებიან ერთმანეთს და გრძნობენ, რომ მათ შორის რაღაც კავშირი არსებობს, თუმცა წარსული არ აძლევთ სიყვარულის საშუალებას. სელინ დიონის მუსიკა მათ კვლავ დააჯერებს სიყვარულის არსებობას.

ფილმის ტელეკრანებზე გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.