ჯორჯ კლუნის და ჯულია რობერტსს ოლ პარკერის ფილმში გადაიღებენ

ჯორჯ კლუნის და ჯულია რობერტსს ოლ პარკერის ფილმში გადაიღებენ

ჯორჯ კლუნი და ჯულია რობერტსი ოლ პარკერის ახალ ფილმში ითამაშებენ. ამის შესახებ გამოცემა Deadline წერს.

ფილმს, სახელწოდებით „ბილეთი სამოთხეში“ Universal Pictures და Working Title Films ერთობლივად გადაიღებენ. ქლუნი და რობერტსი განქორწინებულ წყვილს განასახიერებენ, რომელიც კუნძულ ბალიზე გაემგზავრება.

ფილმი ეკრანებზე სავარაუდოდ წლის ბოლომდე გამოვა.