​ბრიტნი სპირსის მემუარები 24 ოქტომბერს გამოვა

​ბრიტნი სპირსის მემუარები 24 ოქტომბერს გამოვა

​ბრიტნი სპირსის მემუარები The Woman In Me („ქალი ჩემში“) 24 ოქტომბერს გამოვა. ინფორმაცია ამის შესახებ მომღერალმა სოციალურ ქსელებში გაავრცელა.

მემუარებს Gallery Books-ი გამოსცემს – მსხვილი ამერიკული გამოცემის Simon & Schuster-ის ერთ-ერთი ქვედანაყოფი. გამოცემაში წიგნს აღწერენ როგორც „თამამ და საოცრად გულისამაჩუყებელ ისტორიას თავისუფლებაზე, პოპულარობაზე, დედობაზე, გადარჩენაზე, რწმენასა და იმედზე“.

აშშ-ში წიგნის წინასწარ შეკვეთა 26,39 დოლარად შეიძლება. ინგლისურის გარდა მემუარები კიდევ 16 ენაზე ითარგმნება.