„რაიდ რანჩო“ – გახადე შენი დღე დაუვიწყარი

„რაიდ რანჩო“ – გახადე შენი დღე დაუვიწყარი

თუ ჯერ არ იცით ზაფხულის ცხელი დღეები სად გაატაროთ ან სად აღნიშნოთ თქვენი პატარების დაბადების დღე ან ნებისმიერი ტიპის ღონისძიება, მაშინ „რაიდ რანჩო“ სწორედ ისაა, რაც თქვენ გჭირდებათ.

სიმწვანეში ჩაფლული ულამაზესი სივრცე, სადაც შეძლებთ შეაგროვოთ დაუვიწყარი ემოციები და რანჩოს არაჩვეულებრივი გუნდის დახმარებით დაგეგმოთ მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა.

უფრო კონკრეტულად რა შეთავაზებები აქვს „რაიდ რანჩოს“ თქვენთვის ამ ყველაფერზე რანჩოს მენეჯერი, მარიამ აღაჯანოვი გვესაუბრა.

მარიამ აღაჯანოვი: 

_ ჩვენი რანჩოს უზარმაზარი, სიმწვანეში ჩაფლული ღია სივრცე, ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს სტუმრებში.

ჩვენი დაკვირვებით როდესაც ბავშვები ჩაკეტილ სივრცეში არ არიან, ნაკლებად კონტაქტობენ ტელეფონებთან და ძირითად დროს ერთმანეთთან თამაშს უთმობენ.

ვმასპინძლობთ ექსკურსიებს, დაბადების დღეებსა და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, რა დროსაც უამრავი ბავშვი იყრის თავს ჩვენთან და დაუვიწყარ ემოციებს ვჩუქნით მათ.

–სად ხართ ტერიტორიულად?

–რაიდ რანჩო მდებარეობს ლისზე, იპოდრომიდან დაახლოებით 300 მეტრში – ლეო კვაჭაძის 72/74 ნომერში. ქალაქის ცენტრალური უბნებიდან სულ რაღაც 15 წუთის გზაზე, თუმცა საკმაოდ შორიდანაც მოდიან ჩვენთან.

-რა პროგრამები გაქვთ ბავშვების გასართობად?

– უამრავი აქტივობა გვაქვს:

ჩვენი პროგრამა მორგებულია ყველა ასაკის ბავშვზე, რომლებსაც განსხვავებული ინტერესები აქვთ.

გვაქვს ილუზიონისტის, ძაღლების, ჯამბაზისა და კიდევ სხვა შოუები, სხვადასხვა პროგრამები, რომელშიც ანიმატორი და მუსიკალური გამფორმებლები არიან.

ასევე ცხენით გასეირნებაც კი, რომელსაც მხოლოდ „რაიდ რანჩო“ გთავაზობთ.

-ცხენზე ჯირითს ადგილზე ასწავლით?

-დიახ, გვყავს არაჩვეულებრივი ტრენერი. შესაძლებელია როგორც ერთჯერადი გასეირნება, ისე აბონემენტის აღება და მრავალჯერადი გაკვეთილების გავლა, ხოლო, ვინც უკვე იცის ჯირითი, შეუძლიათ უბრალოდ გაისეირნონ.

–საინტერესო ჩანაფიქრი გაქვთ, მოგვიყევით როგორ აპირებთ თქვენი სტუმრების დღე კიდევ უფრო დაუვიწყარი გახადოთ?

-ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ განვითარებაზე და ბევრს ვფიქრობთ რა აქტივობებით შეიძლება დავტვირთოთ პროგრამა, იმისთვის რომ უფრო მეტი კონტაქტი ჰქონდეთ ჩვენს სტუმრებს ბუნებასთან. ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩვენს იუბილარებს დავარგვევინოთ მათი სახელობის ხე. შეეძლებათ პერიოდულად ამოვიდნენ რანჩოზე, მოუარონ თავიანთ ხეს და ნახონ როგორ იზრდება ის. ვფიქრობთ, ეს ძალიან ჯანსაღი იდეაა და ამით კიდევ უფრო მეტად დავაახლოებთ ბუნებასთან ჩვენს პატარებს. ჩვენი მიზანია, მაქსიმალური კომფორტი და მრავალფეროვანი შეთავაზებები დავახვედროთ ჩვენს სტუმრებს.