რიანა მსოფლიო ტურნესთვის ემზადება

რიანა მსოფლიო ტურნესთვის ემზადება

მომღერალი რიანა 2024/2025 წლებში მსოფლიო ტურნესთვის ემზადება, ამის შესახებ Mirror-ი წერს.

ამასთან, მას ორი ალბომისთვის საკმარისი კომპოზიციებიც დაუგროვდა.

ბოლო თვეების განმავლობაში რიანა მულტიმილიარდერი და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსი გახდა. ეს დიდწილად მისი კოსმეტიკური ხაზის Fenty Beauty წარმატების დამსახურებაა.

ამასთან, რიანა ორ შვილს ზრდის თავის პარტნიორთან, A$AP Rocky-სთან.