The Rolling Stone Magazine დემნა გვასალიასთან ინტერვიუს აქვეყნებს

The Rolling Stone Magazine დემნა გვასალიასთან ინტერვიუს აქვეყნებს

Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა დაამტკიცა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მისი მხატვრული ინტერპრეტაციები ერთ-ერთი ყველაზე პოლარიზებული და სადავოა მოდაში. ალბათ გასაგებია, რომ ბრენდის პირველი ლოს-ანჯელესის შოუს შემდეგ მის 105-წლიან ისტორიაში, მას “ძალიან ეშინოდა” ადგილობრივებთან საუბრის.

სწორედ ამ და სხვა თემებზე დემნა გვასალიამ და მისმა რჩეულმა ლოიკ გომესმა ისაუბრეს The Rolling Stone Magazine-თან ინტერვიუში.

დემნა

„აჰ, ასე ხედავ აქ რა ხდება?  – ვისაც აქამდე ვესაუბრე ყველა ამბობს რომ რასაც ვქმნი მასთან ახლოს არის, ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე კარგი პასუხი. ჩემი მიზანი ყოველითვის ეხებოდა შექმნის სურვილს… და ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაფერი რაც მე მინდა.“

დემნას საშემოდმგომო კოლექციას უამრავი დატვირთვა ჰქონდა, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ეს ასევე არის დემნას ერთ-ერთი პირველი ვიზიტი აშშ-ში ერთწლიანი კამათის შემდეგ, რის გამოც სოციალურ ქსელში სრული ისტერია იყო გამართული და ყველა აფრიალებდა შემდეგ ჰეშთეგებს – #CANCELBALENCIAGA. ინციდენტის შემდეგ დემნამ საქციელის მონანიება სცადა და Vogue-თან ინტერვიუში კამპანიას „დიდი და სულელური შეცდომა“ უწოდა.

„არ მინდა ხალხს ისეთი წინადადება მივცე, რომელიც მათ მდიდრებსა და ძლიერებს აჩენს, ჩემი მოდა მუშაობს ქვემოდან ზემოდან და არა ზემოდან ქვევით. მე ვქმნი ისეთ სამოსს რომ მისი დანახვისას ყველას სურვილი მისი ყიდვა იყოს.“

ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში, დემნა ყიდულობდა ჰოლივუდის “ნაგვიან ჟურნალებს” ცნობილ ადამიანებზე და თავს იწონებდა ქალაქის მუსიკალური სცენიდან გამოსული. ის საუბრობს თავის მოხიბვლაზე „ლურჯი ტონით“, რომელიც 80-იან წლებში გადაღებულ ფილმებში ჩანს, „სექსუალურ გოგოებზე“, კინორეჟისორ დევიდ ლინჩზე და Fast and Furious ფრენჩაიზზე, რომელსაც ის ერთ-ერთ ფავორიტად თვლის.

დემნა მჭიდროდ თანამშრომლობს თავის მეუღლესთან, ბოიფრენდთან, რათა მოახდინოს Balenciaga-ს შოუს ხმების კურირება, რომლებიც ისეთივე ცნობებითაა დატვირთული, როგორც კოლექცია ასაფრენ ბილიკზე. მის ხმებში ასევე არის მეგობრული გოთური საშიშროება, რომელსაც ის აღწერს, როგორც “ზედმეტ სტიმულირებას”. შაბათის ღონისძიებისთვის ლოიკ გომესმა დაწერა და ჩაწერა 50-ზე მეტი ყალბი რეკლამა, რომელიც შოუს მერე ტოვებდა „სიბნელის“ შთაბეჭდილებას.

საბოლოო ჯამში დემნას უკანასკნელი ჩვენება „დიდი და სულელური შეცდომების“ გამოსწორების ერთ-ერთი კარგი საშუალება იყო.