დუა ლიპამ საკუთარ ქორწილში Schiaparelli-ის ექსკლუზიური ორეული მოირგო

დუა ლიპამ საკუთარ ქორწილში Schiaparelli-ის ექსკლუზიური ორეული მოირგო

დუა ლიპა და კალუმ ტერნერი დაქორწინდნენ. ამ განსაკუთრებული დღისთვის ლიპამ ტრადიციულ თეთრ კაბაზე უარი თქვა და არჩევანი Schiaparelli-ის ექსკლუზიური ორეული მოირგო.

ელეგანტურ პიჯაკსა და ქვედაბოლოს გამოკვეთილი თეძოები და ოდნავ ასიმეტრიული ბოლო ჰქონდა.

მოდის სახლისთვის დამახასიათებელმა, სიურრეალისტურმა ოქროსფერმა ღილებმა კლასიკურ იერსახეს თამამი შტრიხები შემატა.

მომღერალმა სამოსს თეთრი, ფართოფარფლებიანი ქუდი, ატლასის ხელთათმანები და Louboutin-ის წვეტიანი ფეხსაცმელი შეუხამა. ტერნერს კი მუქი ლურჯი სმოკინგი ეცვა.

The Sun-ის ცნობით, საქორწინო ფიცის დადების შემდეგ, ისინი “ოლდ მერილებონის” მერიიდან ხელჩაკიდებულები გამოდიან, სტუმრები კი მათ კანფეტებს აყრიან.

ცერემონიას ლონდონში მხოლოდ ახლო მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.