ბრიტანელი მსახიობი რობერტ პატინსონი იდეალური გარეგნობის მქონე მამაკაცად დაასახელეს. იტყობინებაგამოცემა The Sun-ი. შესაბამისი დასკვნა ე.წ. „ბერძნული ოქროს კვეთის“ პროპორციებზე დაყრდნობით გამოიტანეს.
დასკვნის მიხედვით, პატინსონი “ოქროს კვეთის” პროპორციებს 92,15%-ით აკმაყოფილებს. ოქროს კვეთის პრინციპი ზომავს ფიზიკურ მიმზიდველობას ტუჩების, ნიკაპის, თვალების და სახის სხვა ნაწილების ზომებისა და პროპორციების საფუძველზე.
მეორე ადგილზე გავიდა ჰენრი კავილი (91.64%), მესამეზე ბრედლი კუპერი (91.08%). მეოთხე და მეხუთე პოზიციებს კი ბრედ პიტი (90.51%) და ჯორჯ კლუნი (89.91%) იკავებენ.
მსახიობთა გარეგნობის პროპორციულობის დადგენას სათავეში ლონდონის კოსმეტიკური და პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელი ჯულიან დე სილვა ედგა.