ქართველი მოდელი მილანში Dolce&Gabbana ჩვენებაზე გამოვიდა

ქართველი მოდელი მილანში Dolce&Gabbana ჩვენებაზე გამოვიდა

ქართველი მოდელი თათია ახალაია მილანში გამართულ Dolce & Gabbana ქალის გაზაფხული-ზაფხული 2021 წლის სეზონის ჩვენებაზე გამოვიდა.

დიზაინერებმა 99 კოსტიუმისგან შემდგარი კოლექცია მეტროპოლის პოდიუმზე წარადგინეს.

კოსტიუმები გაფორმებული იყო სიცილიისთვის დამახასიათებელი ისტორიული ელფერით და პეჩვორკის ტექნიკისთვის დამახასიათებელი ხელნაკეთი დეტალებით.