იაპონელი დიზაინერი კენზო ტაკადა, 81 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას WWD ავრცელებს.
ტაკადა კორონავირუსს პარიზში მდებარე ამერიკულ საავადმყოფოში მკურნალობდა.
დიზაინერმა თითქმის 50 წლის წინ დააარსა მოდის ბრენდი Jungle Jap, რომელსაც მოგვიანებით მისი სახელი, Kenzo ეწოდა.
ტაკადამ 1999 წელს პენსიაზე გასვლა დააანონსა და თავისი სახელობის ბრენდი დატოვა, თუმცა მას მუდამ გულშემატკივრობდა და სხვადასხვა გზებით კრეატიულ პროცესში ერთვებოდა.
ტაკადას მისი ნამუშევრები სავსე იყო ყვავილების ორნამენტებითა და ფერადი დეტალებით. ის ერთ-ერთი პირველი იაპონელი დიზაინერი იყო, რომელმაც მოდის სფეროში ჯერ პარიზის და შემდეგ მსოფლიო აღიარება მოიპოვა.