“რეალის” მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მალე შეიძლება გადააყენონ.
“ეკიპის” ცნობით, მის მომავალს ელ კლასიკო და ჩემპიონთა ლიგაზე “გლადბახთან” მატჩები გადაწყვეტს. პირველი შეხვედრა 24 ოქტომბერს ჩატარდება, მეორე კი – 27 ოქტომბერს.
“კადისთან” (0:1) და “შახტართან” წაგებების შემდეგ ზიდანს სამუშაოდან დათხოვნას უპირებენ და მის შემცვლელად მაურისიო პოჩეტინოსა და რაულის კანდიდატურებს განიხილავენ. სპორტალი