ფილიპინელი არიელ კეილი პირველი ტრანსგენდერი ქალია, რომელიც „მის ინტერკონტინენტალ ახალი ზელანდია 2020“-ის ტიტული მოიპოვა.
26 წლის არიელ კეილი ფილიპინებში დაიბადა, როგორც ბიჭი, სახელად ენდრიუ, თუმცა ის ახალ ზელანდიაში, ოკლენდში, გაიზარდა, წელს კი გენდერის ცვლილების ოპერაცია გაიკეთა.
„სილამაზის კონკურსი წარმოუდგენელი გამოცდილება იყო! ეს ისაა, რისი გაკეთებაც ძალიან დიდი ხანია, მინდოდა, ამიტომაც ოცნების ახდენა თავბრუდამხვევი იყო!
ჩემი ცხოვრების საწყისი წლები უკვე გავატარე არასწორი გენდერით, ამიტომ არ მინდოდა, ჩემი ოცნებებიც არასწორ სხეულში გამეხარჯა. ასე ფიქრი დამეხმარა, მშობლებისთვის სიმართლე გამეცხადებინა, რადგან ვიცოდი, როგორიც არ უნდა ყოფილიყო მათი რეაქცია, ეს ის იყო, რაც საკუთარი თავისთვის მჭირდებოდა”, – განაცხადა კეილმა.
ცნობისთვის, 2018 წელს „მის ესპანეთის“ ტიტული, ასევე ტრანსგენდერმა ქალმა ანგელა მარია პონჩე კამაჩომ მოიპოვა, რის შემდეგაც მან „მის მსოფლიოზე“ მიიღო მონაწილეობა.