საბავშვო რუბრიკის პირველი სტუმარია, სამოდელო სააგენტო „კატრინის“ 6 წლის მოდელი ლუსი ოქროპირიძე.
Fashiontime ლუსის ინგლისში დაუკავშირდა და ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა.
_ ლუსი, გაგვეცანი და ორი სიტყვით მოგვიყევი შენს შესახებ?
_ 6 წლის ვარ. დავიბადე და ვცხოვრობ ინგლისში.
_ რაზე ოცნებობ?
_ ვოცნებობ მქონდეს ჯადოსნური ჯოხი, რომ სხვებს დავეხმარო.
_ პატარა მოდელი ხარ და უკვე წარმატებული. აპირებ რომ ბოლომდე გაჰყვე ამ პროფესიას?
_ დიახ, მინდა რომ წარმატებული მოდელი ვიყო.
_ შარშან, ინდოეთში გამართულ კონკურსზე „Little Model Earth“ გაიმარჯვე. როგორი იყო შენი ემოციები?
_ ძალიან ბედნიერი ვიყავი. ყველა მე მიყურებდა და ჩემს სახელს იძახდა, ლუსი, ლუსი…
_ რა არის შენი ჰობი?
_ მიყვარს სიმღერა და „ტიკ-ტოკში“ ვიდეოების ჩაწერა.
P.S. ვისარგებლებთ შემთხვევით და FashioTime-ს შემოქმედებითი ჯგუფის სახელით დაბადების დღეს მივულოცავთ პატარა ლუსი ოქროპირიძეს – ვუსურვებთ ულევ სიხარულს, წარმატებასა და ბედნიერებას!