ქართველი მსახიობი ჰოლივუდის ახალ მაფიურ თრილერში

ქართველი მსახიობი ჰოლივუდის ახალ მაფიურ თრილერში

ჰოლივუდი რეალურ კრიმინალურ ისტორიაზე დაფუძნებული ახალი ფილმისთვის ემზადება — „Tommy Karate“, რომლის მსახიობთა საერთაშორისო გუნდში ქართველი მსახიობი მღებრიშვილიც გამოჩნდა.

ფილმი ამერიკული მაფიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურის, ტომი პიტერას, ისტორიას მოგვითხრობს. პიტერა ბონანოს კრიმინალური ოჯახის წევრი იყო და არაერთ მკვლელობასთან აკავშირებდნენ. საბრძოლო ხელოვნებაში მისი ცოდნის გამო მას მეტსახელად „Tommy Karate“ შეარქვეს.

კრიმინალური თრილერის სიუჟეტის მნიშვნელოვანი ხაზი DEA-ს აგენტ ჯიმ ჰანტის მიერ პიტერას ხანგრძლივ ძებნასა და მის დაკავებას შეეხება.

მთავარ როლში მაყურებელი პიტ დევიდსონს იხილავს, რომელიც ტომი პიტერას განასახიერებს. DEA-ს აგენტ ჯიმ ჰანტის როლს კი „ოქროს გლობუსის“ ლაურეატი პოლ უოლტერ ჰაუზერი შეასრულებს.

ქართველი მსახიობი მღებრიშვილი ფილმში ტალიბის როლს შეასრულებს. მისი პერსონაჟის შესახებ დამატებითი სიუჟეტური დეტალები ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.

ფილმის მსახიობთა შემადგენლობაში ასევე არიან ჯინა გერშონი, ლუის კანსელმი, კამილა მენდესი და საიმონ რექსი.

„Tommy Karate“-ს რეჟისორი ჯასტინ ჩონია. პროექტის საფუძველი ფილიპ კარლოს 2009 წელს გამოცემული წიგნია — „The Butcher: Anatomy of a Mafia Psychopath“, რომელიც ტომი პიტერას კრიმინალურ ისტორიას ეძღვნება.

ფილმის გადაღებები 2026 წელს ატლანტაში დაიწყო, შემდეგ კი ნიუ-იორკში გაგრძელდა. „Tommy Karate“-ს ოფიციალური პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.