გრძელდება პროექტი “ცხოვრება მშვენიერია”, რომლის ავტორებიც გახლავთ ლონდონში მცხოვრები ქართველი გოგონა თათა ოქროპირიძე და სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებელი ეკატერინე მგალობლიშვილი.
„Let Me Yearn To Breath Free“ – „მომეცი საშუალება ვისუნთქო თავისუფლად“ – ეს არის ის ახალი მესიჯი, რომლის ირგვლივაც შეიქმნა ახალი ნამუშევარი.
„Let Me Yearn To Breath Free, როცა გარშემო ამდენი პრობლემაა, ხანდახან ნატრობ, ისუნთქო თავისუფლად. როდესაც გბოჭავს ცხოვრება, ძნელია იპოვო გამოსავალი, სადაც თავისუფლად ცხოვრებას შეძლებ, მაგრამ დანებებას არ აპირებ. ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! ამ ყველაფრის შემდეგ კი ეს დავასკვენი: „No One Wins When Playing With Lives“. ზუსტად ეს იქნება ჩემი შემდეგი მესიჯი, რომელიც საზოგადოებას მინდა გავაცნო,“ – განაცხადა თათა ოქრპირიძემ.
ფოტოს ავტორი – George Van de Kamp
სამოდელო სააგენტოს “კატრინი“ მოდელი – Nini Grdzelishvili
კაბის დიზაინი- Tata Okroporidze
ფოტოსტუდია – Full moon shoots
სამოსი შექმნილია მოდის ატელიეში “კატრინი“.