,,მე მოვიტაცე კიმ კარდაშიანი’’ – ასეთია იმ წიგნის სახელწოდება, რომელიც 4 წლის შემდეგ, ერთ-ერთმა მძარცველმა იუნას აბასმა კიმ კარდაშიანზე დაწერა.
ავტორმა, რამდენიმე პატიმრობის შედეგად, ჯამში 21 წელი გაატარა ციხეში და კიმის ძარცვამდე 9 წლის განმავლობაში კრიმინალურ ქმედებაში შემჩნეული არ ყოფილა.
ცნობისთვის: პარიზში კიმ კარდაშიანის ძარცვიდან ოთხი წელი გავიდა. კიმ კარდაშიანისგან წაღებული სამკაულების საერთო ფასი 9 მილიონ ევრომდე იყო, რაც ამ ინციდენტს ბოლო 2 ათწლეულში საფრანგეთის ყველაზე დიდ ძარცვად აქცევს.