როგორი იქნება 2021 წლის ზამთრის ყველაზე მოდური ატრიბუტები?

როგორი იქნება 2021 წლის ზამთრის ყველაზე მოდური ატრიბუტები?

2021 წლის ზამთარში აქტუალური მკვეთრი ფერის ჩანთები იქნება მინიმალისტურ ლუქებთან კომბინაციაში, ასევე აქტუალურობას არც ფუმფულა მაღალყელიანი სვიტერები დაკარგავს, რომლებიც იმდენად თბილია, რომ მშრალ ამინდში თავისუფლად შეგიძლიათ ჩაიცვათ პალტოსა და დუტის ქურთუკის გარეშე.

თამამად მოირგეთ ჯოგერის შარვლებთან ერთად ჩელსის სტილის ფეხსაცმელი და შეუხამეთ მას პასტელური ფერის პალტო. ჯინსის შარვალს – ე.წ „კაზაჩოკები“ და ნეიტრალური ფერის დუტის ქურთუკი.

ჩვენ კი უკანასკნელი მოდის კვირეულებიდან გაგიზიარებთ ფოტოებს, რომელიც კლასიკურ სტილთან ერთად მაქსიმალურად არის თანამედროვე ტრენდებით გაჯერებული – შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ჩაცმულობის ვარიანტები და აუცილებლად გაიმეორეთ! მსგავსი სტილის სამოსს კი ნებისმიერი დემოკრატიული ბრენდის მაღაზიაში ნახავთ!

beaumonde.ge