ტელეწამყვანმა და მოდელმა კიმ კარდაშიანმა რეპერ კანიე უესტთან განქორწინების შესახებ განცხადებით სასამართლოს უკვე მიმართა.
გამოცემა TMZ-ის ცნობით, წყვილი შვილების ერთობლივ მეურვეობაზე შეთანხმდა და არც ერთი მხარე საქორწილო კონტრაქტის გასაჩივრებას არ გეგმავს.
კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი 2014 წელს დაქორწინდნენ. მათ 4 შვილი ჰყავს. კიმისა და კანიეს დაშორების შესახებ რამდენიმე თვის წინ ამერიკული მედია აქტიურად წერდა.