ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ტომ კრუზმა „ოქროს გლობუსზე“ უარი თქვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია რასიზმში დაადანაშაულეს.
როგორც გაირკვა, HFPA-ს 87 წევრს შორის არცერთი ფერადკანიანი არაა. ამის გამო „ოქროს გლობუსის“ ორგანიზატორები მკაცრად გააკრიტიკეს მსახიობებმა სკარლეტ იოჰანსონმა და მარკ რუფალომ. მწვავე განცხადებები გააკეთეს სტრიმინგ-სერვისების, Netflix-ისა და Amazon-ის ხელმძღვანელებმაც.
ტომ კრუზმა კი პროტესტის ნიშნად „ოქროს გლობუსის“ 3 ჯილდო დააბრუნა.