საშუალოდ სიცოცხლის განმავლობაში ადამიანის ცრემლების რაოდენობა 16, 5 გალონია, თუმცა ხშირად ვცდილობთ გრძნობების მოთოკვას და თავიდან ვიცილებთ სენტიმენტებს. რას იტყოდით, თუ გაიგებდით, რომ ემოციებისგან დასაცლელად ტირილის დროს თქვენ ასევე შეგიძლიათ დაწვათ ზედმეტი კალორიები?
ახალი კვლევით დადგინდა, რომ ცრემლები შეიცავს ჰორმონებს, რომლებიც ამცირებს კორტიზოლის ჰორმონს. ესენია: პროლაქტინი, ლიუენკეფალინი და ადრენოკორტიკოტროპინი. ყველა ეს ჰორმონი გამოიყოფა დიდი სტრესის დროს. ასე რომ, როცა ჩვენ არ ვცდილობთ ცრემლების შეკავებას, ეს ჰორმონებიც გამოიყოფა და ამით მცირდება კორტიზოლის რაოდენობაც.
შედეგად, ჩვენი სხეული იღებს სიგნალს, რომ არ გვჭირდება ზედმეტი კალორია სტრესის დასაძლევად. განაგრძეთ კითხვა