კულინარიული წიგნები, რომლითაც მერილინ მონრო სარგებლობდა, აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ გამოცემა TMZ წერს.
მსახიობის საყვარელი რეცეპტების ორი წიგნი The New Fanny Farmer Boston Cooking-School Cook Boo და The New Joy of Cooking 120 ათას დოლარად არის შეფასებული.
წიგნები იმითაც არის ღირებული, რომ მათში მონროს რამდენიმე რეცეპტი ხელით აქვს ჩაწერილი.
აუქციონი Siegel Auction Galleries-ში 22 ივნისს გაიმართება.