ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 5,35 მილიონი დოლარის სასახლის გარშემო კედლის აშენებას გეგმავენ

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 5,35 მილიონი დოლარის სასახლის გარშემო კედლის აშენებას გეგმავენ

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილი, ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი, კვლავ მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

გამოცემა InStyle-ის ინფორმაციით, წყვილი ოჰაიოს შტატში მდებარე ძვირად ღირებული სახლის გარშემო დაახლოებით 2,4 მეტრი სიმაღლის დამცავი კედლის მოწყობას გეგმავს.

ტრევის კელსიმ ტბისპირა სახლი მიმდინარე წლის მარტში 5,35 მილიონ დოლარად შეიძინა. თავდაპირველად წარდგენილი პროექტი ადგილობრივმა უწყებამ სექტემბერში არ დაამტკიცა, რადგან ის ტერიტორიის განაშენიანების წესებს ეწინააღმდეგებოდა.

ახლა წყვილის გეგმა ხელახლა განიხილება.

სვიფტისა და კელსის პირადი ცხოვრება საზოგადოების მუდმივი ინტერესის საგანია, ამიტომ მათი სურვილი, საცხოვრებელ სივრცეში მეტი კონფიდენციალურობა შეინარჩუნონ, გასაკვირი არ არის.