ლოს ანჯელესში ცნობილი ამერიკელი მსახიობი ნედ ტომას ბიტი გარდაიცვალა.
83 წლის მსახიობის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ხანგრძლივი კარიერის მანძილზე მას არაერთ ცნობილ ფილმში აქვს ნათამაშები.
განსაკუთრებული პოპულარობა მსახიობს ფილმებში „ნეშვილი,“ „პრეზიდენტის ხალხი“ და „სუპერმენი“ შესრულებულმა როლებმა მოუტანა. ფილმ „სატელევიზიო ქსელში“ შგანსახიერებული როლისთვის ნედ ტომას ბიტი „ოსკარზეც“ იყო წარდგენილი.