კიმ კარდაშიანი აღიარებს, რომ საკუთარი ქორწილიდან სურდა გაქცევა. ამის შესახებ მან ჟურნალისტ ენდი კოენთან ისაუბრა. რეალითი-შოუს ვარსკვლავმა კალათბურთელ კრის ჰამფრისთან ქორწინების დღე დეტალურად გაიხსენა.
„ძალიან მინდოდა გაქცევა, მაგრამ ეს იმიტომ გავაკეთე, რომ საქორწინო ცერემონიის ორგანიზებაში ძალიან ბევრი ფული გვქონდა დახარჯული. გარდა ამისა, მეშინოდა, რომ ბულინგის მსხვერპლი გავხდებოდი“, – თქვა კარდაშიანმა.
ცნობისთვის, კოენისა და კარდაშიანის ქორწინება სულ 72 დღეს გაგრძელდა.