ბარბადოსელი მომღერალი რიანა, რომელმაც მუსიკალური კარიერა აშშ-ში გააგრძელა, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მუსიკოსი ქალია.
მისი ქონება „ფორბსმა“ 1.7 მილიარდ დოლარად შეაფასა.
გამოცემის ცნობით, შემოსავლის დიდ ნაწილს მომღერალი არა მუსიკით, არამედ კომერციული საქმიანობით იღებს. 33 წლის რიანა კოსმეტიკას და ქვედა საცვლებს აწარმოებს.
მისი კოსმეტიკური ბრენდის, Fenty Beauty-ს კაპიტალიაზაცია 1.4 მილიონ დოლარს აღემატება.