„მის სამყაროს“ (Miss Univerce) კონკურსის გამარჯვებული ინდოეთის წარმომადგენელი გახდა. პლანეტის ყველაზე ლამაზი ქალის ტიტული წილად ხარნაეზ სანდჰუს ერგო.
ვიცე-მისის ტიტული წილად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წარმომადგენელს ხვდა. კონკურსში მონაწილეობას მსოფლიოს 80 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა. კონკურსის ფინალური ღონისძიება ისრაელის ქალაქ ეილათში გაიმართა.