გურამ გვასალიამ Vetements-ის კრეატიული დირექტორის პოსტი დაიკავა. ამის შესახებ WWD იტყობინება. ამავე ინფორმაციის თანახმად, Vetements-ის ბოლო, 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია გურამის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით შეიქმნა.
გურამ და დემნა გვასალიებმა Vetements 2014 წელს დააარსეს. დაარსების დღიდან გურამ გვასალია ბრენდის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ხოლო დემნა გვასალია-კრეატიული დირექტორი. დემნამ Vetements 2019 წელს დატოვა.