ამერიკელი მსახიობი ბენ აფლეკი ამტკიცებს, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებული ჯენიფერ გარნერთან ქორწინებამ გახადა.
„ეს არ იყო ბედნიერი ცხოვრება. მე ჩიხში აღმოვჩნდი და სმა დავიწყე. სახლიდან წასვლა არ შემეძლო ბავშვების გამო, მაგრამ ასე გაგრძელებაც ძალიან მიჭირდა. სავარძელში ბოთლით ხელში ვიძინებდი. რომ არ გამეწყვიტა ეს ურთიერთობა, ალკოჰოლზე დამოკიდებულებას თავს ვერ დავაღწევდი,“- აცხადებს მსახიობი.
ბენ აფლეკმა და ჯენიფერ გარნერმა 2005 წელს იქორწინეს. მათმა ქორწინებამ 12 წელს გასტანა.
წყვილი ერთმანეთს 2017 წელს დაშორდა. ქორწინებიდან მათ 3 ბავშვი ჰყავთ.