ამერიკული ყოველთვიური გამოცემა Vogue-ის ყოფილი კრეატიული დირექტორი და ცნობილი მოდის ჟურნალისტი, ანდრე ლეონ ტელი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დასავლური მოდის ინდუსტრიის გამორჩეული ფიგურია ნიუ იორკის ერთ-ერთ ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ტელის დაღუპვის ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ანდრე ლეონ ტელიმ კარიერა ენდი უორჰოლის სტუდიასა The Factory და ჟურნალში Interview დაიწყო. სხვადასხვა დროს ტელი ისეთ გამოცემებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არის: Women’s Wear Daily, W, The New York Times. 1983 წელს კი ტელიმ Vogue-ში დაიწყო მუშაობა, სადაც კრეატიული დირექტორის როლს 1988-1995 და 1998-2013 წლებში ირგებდა.