უკრაინელი მომღერალი ვერა ბრეჟნევა, რომელიც ამავდროულად ქართველი კომპოზიტორის კონსტანტინე მელაძის მეუღლეა, სოციალურ ქსელში უკრაინის ომს ემხაურება და აცხადებს, რომ ის არასოდეს ანსხვავებდა რუსებს და უკრაინელებს, თუმცა რელობამ სხვაგვარად დაანახა ყველაფერი.
მისივე თქმით, ის არ იმყოფება ახლა უკრაინაში, თუმცა მისი ოჯახის წევრები იქ არიან, როგორც მომღერალი აცხადებს, ისინი თავშესაფრებში არიან შეფარებულები.
,,დედაჩემი და ბებიაჩემი რუსები არიან, მამა და ბაბუა უკრაინელები. ორივე ერი ჩემი წინაპრები და სისხლი არიან. მე დავიბადე და ვცხოვრობ უკრაინაში და ჩვენ ახლა ძალიან გვიჭირს. ჩემი გამომწერების 32% რუსები არიან, მე მინდა რომ თქვენ იცოდნენ სიმართლე და თუ თქვენს რაიმე ძალა გაგაჩნიათ, გთხოვთ ეს ძალა გამოიყენეთ. იბომბება სულ უფრო მეტი სახლი, სკოლა, საბავშვო ბაღები, ჩამოშლილია ძალიან მნიშვნელოვანი შენობები, რომლებიც ქალაქებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მე ბავშვებთან ერთად ახლა უსაფრთხოდ ვარ, მაგრამ დედაჩემი და ჩემი ქმარი, ჩემიუმცროსი დის ოჯახი არიან კიევში და იმალებიან თავშესაფრებში. ერთადერთი ლოცავ რომელიც ახლა უკრაინელებს აქვთ ის არის, რომ არ მოხვიდეთ რუსო ჯარისკაცებო, არ მოკლათ, ამ ომს მიზანი და აზრი არ გააჩნია, არ შეიძლება მისი გაგრძელება შეაჩერეთ ომი!“, – წერს მომღერალი.
ცნობისთვის, 24 თებერვლის შემდეგ, რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინა ინტენსიურად იბომბება.