უკრაინელ-ამერიკელმა მსახიობმა მილა კუნისმა და მისმა მეუღლემ ეშტონ კაჩერმა დაიწყეს ჰუმანიტარული დახმარების აქცია უკრაინისთვის. მათ თავად სამი მილიონი დოლარის შემოწირულობა გაიღეს. როგორც წყვილი ვიდეო მიმართვაში აბობს, მათი მიზანია 30 მილიონი დოლარის შეგროვება და ლტოლვილებისთვის დახმარება.
კუნისი უკრაინაში 1983 წელს დაიბადა, ხოლო 1991 წელს ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა. როგორც კუნისმა თქვა, თავს ყოველთვის ამერიკელად გრძნობდა, დღეს კი „ამაყი უკრაინელია“.
მსახიობმა უკრაინაში რუსეთის შეჭრას „უსამართლო თავდასხმა კაცობრიობაზე“ უწოდა.