მომღერალი ნინო ჩხეიძე და “ქუჩის ბიჭები” კლიპს იღებენ.
გადაღებები თბილისში სტუდიურად და გარე სივრცეებში მიმდინარეობს.
სიმღერის – “მე შენ მჭირდები” მუსიკის ავტორი ბექა ნიკოლაიშვილია, ტექსტი კი “ქუჩის ბიჭებს” ეკუთვნის.
ნინო ჩხეიძისა და “ქუჩის ბიჭებისთვის” ეს პირველი თანამშრომლობაა.
კლიპის გადარებებს Happy Dreamers Production ახორციელებს და მასზე რეჟისორები – სერგო ეგოიანი და ზურა ვასაძე მუშაობენ.
კლიპის პრემიერა ნოემბრის შუა რიცხვებში იგეგმება.
,,ერთი კაბა შევარჩიე „შანელის“ კოლექციიდან, მეორე კი წითელი, რომელიც „ვალენტინოს“ კოლექციიდან ერთ-ერთი ნამუშევრის მიხედვით შევაკერინე. ოპერაში მეცვა საქველმოქმედო კონცერტის წაყვანისას და კიდევ მინდოდა ამ ულამაზესი კანის გამოჩენა…”, – ამბობს ჩხეიძე.