მოდის სახლმა „პრადამ“ მამაკაცებისთვის 2023-2024 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა. წელს მოდის სახლის შემოქმედებითმა ხელმძღვანელებმა რაფ სიმონსმა და მიუჩიამ გამარტივებული და ფუტურისტული კოლექცია შექმნეს.
კოლექცია, რომელშიც წარმოდგენილი იყო შავი კოსტიუმები და დიდი ზომის ქურთუკები, საზოგადოებას 60-იან წლებს მოაგონებდა, თუმცა მასში მრავლად იყო თანამედროვე ელემენტებიც.
კოლექციის სახელწოდებაა ,,მოდი, ვისაუბროთ ტანსაცმელზე“. როგორც რაფ სიმონსმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, მათ უნდა შეექმნათ ისეთი სამოსი, რომელიც ერთი მხრივ, რეალობის ამსახველი იქნებოდა, მეორე მხრივ, კი მოდის ელემენტებით იქნებოდა გაჯერებული. ამის მისაღწევად ისინი მუშაობდნენ მამაკაცის ტანსაცმლის სერიაზე. მათი მიზანი იყო, ერთდროულად გადმოეცათ მინიმალიზმი, შეექმნათ კომფორტი და სითბო და ამავე დროს აღედგინათ ძველი ელემენტები.
ნებისმიერი გემოვნების მამაკაცი „პრადას“ ახალ კოლექციაში სასურველ სამოსს აღმოაჩინეს. აქ არის წარმოდგენილი თხელი მორგებული შარვლები, ქურთუკები კონტრასტული და დინამიკური ტონების რეტრო-ფუტურისტული პანელებით. რაც თითქმის მთელ კოლექციაში მეორდებოდა, ეს იყო მოსახსნელი საყელოები. კოლექციაში ასევე წარმოდგენილი იყო ჟილეტის მსგავსი სამოსიც.
„პრადას“ მოდელებს თან ჰქონდათ ჩანთები, რომლებშიც სავარაუდოდ, წყლის ბოთლები და „ლანჩის“ ყუთები ედოთ.
„პრადას“ 2023/24 წლის შემოდგომა-ზამთრის ახალმა კოლექციამ დამსწრე საზოგადოებისა და მოდის ექსპერტების მოწონებაც დაიმსახურა.