ნუცა ბუზალაძე საქართველოს ევროვიზიაზე სიმღერით Firefighter წარადგენს. ნუცამ სიმღერის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა:
„კლიპში და ზოგადად ამ სიმღერაში მე ვებრძვი ცეცხლს და მინდა, რომ ჩავაქრო ეს ცეცხლი და ამ ცეცხლში არის ნაგულიხმევი ის, ყველაფერი უარყოფითი რაც მსოფლიოში ხდება – ომები, შური, ზიზღი, უსიყვარულობა… სიმღერაშიც სულ იმას ვამბობ, რომ მე გადავარჩენ ამ სიყვარულს, იმიტომ რომ მე პირადად ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობ თითოეული ადამიანის მიმართ და მინდა რომ ყველამ იგრძნოს ეს”, – ამბობს მომღერალი.
ევროვიზია 2024 შვედეთის ქალაქ მალმეში 7, 9 და 11 მაისს გაიმართება და მასში მონაწილეობას 37 ქვეყანა მიიღებს, ხოლო საქართველოს სახელით ნუცა ბუზალაძე ნახევარფინალში 9 მაისს იმღერებს.