თემურ ბაბლუანის შვილიშვილის წარმატებული სამოდელო კარიერა

თემურ ბაბლუანის შვილიშვილის წარმატებული სამოდელო კარიერა

20 წლის ქართველი მოდელი, ნასტასია ლეგრანი წარმატებით მოღვაწეობს სამოდელო სფეროში. ის არის ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, თემურ ბაბლუანის შვილიშვილი და მსახიობ ოლგა ბაბლუანის ქალიშვილი.

ნასტასია საფრანგეთში გაიზარდა და განათლება მიიღო. ის თანამშრომლობს ისეთ პრესტიჟულ სამოდელო სააგენტოსთან, როგორიცაა Women Management Milan, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის სწრაფ პროგრესსა და მოდის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი პოზიციის დამკვიდრების შესაძლებლობას.

ნასტასიას მონაწილეობდა ისეთი პრესტიჟული ბრენდების ჩვენებებში, როგორიცაა Alaïa (Spring/Summer 2025), Courrèges (Fall/Winter 2025), Dries Van Noten (Fall/Winter 2025), Chloé (Fall/Winter 2025), Schiaparelli (Fall/Winter 2025), Louis Vuitton (Fall/Winter 2025) და Chanel (Fall/Winter 2025).