ლეგენდარულმა ჯგუფმა Red Hot Chili Peppers-მა თავის სიმღერებზე საავტორო უფლებები 140 მილიონ დოლარად გაყიდა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფმა კონტრაქტი ბრიტანულ საინვესტიციო კომპანია Hipgnosis-თან გააფორმა.
კატალოგში ისეთი ცნობილი ჰიტებიც მოხვდა, როგორებიცაა Under The Bridge, Californication და Snow. კოვიდპანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო საავტორო უფლებები არაერთმა ცნობილმა შემსრულებელმა დათმო.