იაზემინა როსმა სამოდელო კარიერა „შემთხვევით“ დაიწყო, როდესაც მას ბოლო წუთს სთხოვეს მოდელის შეცვლა. იმ დღიდან დაიწყო მუშაობა ისეთ დიზაინერებთან, როგორიცაა YSL, Jil Sander და Thierry Mugler. სანამ სამოდელო კარიერას დაიწყებდა, სახლში 2 შვილს ზრდიდა. ახლა ის 65 წლისაა.
”პირიქით, მე ვამაყობ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში, ყოველთვის იმ მხარეს ვიდექი, რომელიც სწორად მიმაჩნდა. კრიტიკოსების მიუხედავად, მე მჯეროდა, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო სამოდელო კარიერის დაწყება.
კრიტიკა მხოლოდ იმით კი არ დავიმსახურე, რომ ვერცხლისფერთმიანი ერთ-ერთი პირველი მოდელი ვიყავი, არამედ იმითაც, რომ პრინციპული ვიყავი. მე ვიცი, რისი გაკეთება მინდა და რისი არა, ხოლო ფული ვერ მაიძულებს გავაკეთო ის, რაც არასწორად მიმაჩნია“, – ამბობს იაზემინა როსი.
რაც შეეხება სილამაზის საიდუმლოს, ის ყურადღებას აქცევს კვებას, სუფთა ჰაერს და თავის მოვლის პროდუქტებს.
მისთვის ვარჯიში არ არის მხოლოდ სპორტული აქტივობა, არამედ ის, თუ სად მოგზაურობს მისი გონება მოცემულ მომენტში.