დემნა გვასალიამ ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს ჯილდო მიიღო.
გვასალიამ, ქალის სამოსის საერთაშორისო დიზაინერის ნომინაციაში გაიმარჯვა.
ცნობისთვის, აღნიშნულ ღონისძიებაზე ბოლო 4 წლის განმავლობაში გვასალიასთვის ეს უკვე მეორე გამარჯვებაა.
პირველად იგი 2017 წელს მოდის სფეროში შეტანილი შემოქმედებითი წვლილისთვის დააჯილდოვეს.