ცნობილი ამერიკელი მსახიობი და მომღერალი ლინდსი ლოჰანი დაინიშნა. ამის შესახებ ის Instagram-ის გვერდზე წერს.
35 წლის ვარსკვლავის რჩეული არაბი ფინანსისტი ბადერ შამასი გახდა, რომელთანაც ლინდსი რამდენიმე წელია, მეგობრობს.
„ჩემი სიყვარული, ჩემი სიცოცხლე, ჩემი ოჯახი, ჩემი მომავალი!“- წერს ლოჰანი საკუთარ გვერდზე და მომავალ ქმართან გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.