ჟურნალმა Time-მა წლის გმირებად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნაზე მომუშავე მეცნიერები დაასახელა.
იმ მეცნიერებს შორის, რომლებიც ვაქცინების შექმნაში მონაწილეობდნენ, ჟურნალმა Time-მა შემდეგი პირები გამოყო: იმუნოლოგი კიზმეკია კორბეტი, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილე ბარნი გრემი, უნგრელი ბიოქიმიკოსი კატალინ კარიკო და ამერიკელი დრიუ ვაისმანი.
ჟურნალი Time-ი აცხადებს, რომ აღნიშნულმა მეცნიერებმა უნიკალური მნიშვნელობის გარღვევას მიაღწიეს და ინოვაციური და ვაქცინის ძალზე ეფექტური პლატფორმა შემოიღეს, რომელიც მ-რნმ-ს ეფუძნება.