“საკუთარი თავი ავირჩიე” – კიმ კარდაშიანი ამერიკული Vogue-ს მარტის ნომრის ყდაზე მოხვდა და ამავე ჟურნალთან ვრცელ ინტერვიუში საკუთარ ცხოვრებაზე ილაპარაკა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც 40 წლის გახდა, თავის თავზე უფრო მეტად ფოკუსირდა და მხოლოდ სხვების ბედნიერებისთვის აღარ ცხოვრობს – გადაწყვიტა, რომ საკუთარ კეთილდღეობაზე იზრუნოს.
გარდა ინტერვიუსა, მოდის ჟურნალმა კიმ კარდაშიანის ფოტოებიც გამოაქვეყნა, სადაც მასთან ერთად მისი შვილები – ნორსი, სეინტი, ჩიკაგო და ფსალმიც არიან.