,,რაც შეეხება კონკრეტულად მოდას, ძირითადად, თეთრეულის სტილის სამოსია 2022-2023 წლების აქტუალური ტენდენცია. ტოპები, ე.წ. ჰუდები, სპორტული სამოსი, ცოტა “გაზარმაცებული” ვიზუალური მხარე, რომელიც პირადად მე არ მხიბლავს”, – ამის შესახებ დიზაინერმა ფატუნა ბუშიჰედმა ჟურნალ ,,გზას” განუცხადა.
მისივე თქმით, ფართოტოტებიანი შარვალი, რამდენიმე ზომით დიდი სამოსიც კი ისევ აქტუალურია.
,,აბრეშუმი და ხარისხიანი ქსოვილი ყოველთვის ტრენდულია. მე არასდროს მივყვები ტენდენციებს. ყოველთვის ინდივიdუალური ხასიათის დანახვა მომწონს. სულაც არ არის აუცილებელი კარნახით შემოსვა. ვის რაც სურს, ის ჩაიცვას, მთავარია შინაგანი განწყობა, რომელიც გაცილებით ეფექტურ ვიზუალს წარმოაჩენს, ვიდრე ნაკარნახები ფერთა გამა თუ რთული კონსტრუქცია. ფერების მხრივ ინდივიდუალური არჩევანია: იისფერი, რუხი, ლურჯი… საღამოს კაბებში შენარჩუნებულია კონტურული მოხაზულობის გამოკვეთა. იმდენად თავისუფალია დღეს სამოსი, რომ საზღვარი არა აქვს”, – განაცხადა დიზაინერმა.