უკრაინელი მომღერალი ანი ლორაკი, სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომის მოვლენებს ეხმაინება და აცხადებს, რომ ყველაზე საშინელი სანახავია, როდესაც არაფრის მომცემი ბრძოლის გამო უდანაშაულო ადამიანები, მათ შორის ბავშვები იღუპებიან.
„ჩემო საყვარელო ძმებო და დებო! უკრაინაში ომია! ომი სასიკვდილო და დამანგრეველია, მშვიდობიანი მოსახლეობა ყოველდღე იხოცება და რაც ყველაზე საშინელია – ბავშვები! მე ვარ უკრაინელი, მე ვარ დედა, ჩემი ნათესავები ახლა უკრაინაში დაბომბვის ქვეშ არიან, ისევე როგორც მილიონობით უკრაინელი. ჩემი გული ახლა თითოეულ მათგანთანაა, ვინც ამ საშინელებას განიცდის!
გევედრები, შეაჩერე ეს უაზრო, უაზრო ომი“ – წერს ლორაკი.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთმა საომარი მოქმედებები 24 თებერვალს დაიწყო.